Wednesday, March 1, 2017

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მერი დავითაშვილის  სიმღერა,,პატარა მატარებელი“-ს შესწავლა
სწავლების საფეხური
მესამე კლასი
მოსწავლის პროფილი
კლასში ირიცხება25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა
ამ გაკვეთილითგანუმტკიცდებათ ცოდნა მერი დავითაშვილის შემოქმედების შესახებ, განუვითარდებათ მოსმენის ჩვევა,მუსიკალური მეხსიერება, რიტმის გრძნობა, საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი რიტმის დამახსოვრება, სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ-ჩვევების განვითარება,მოსმენილი და შესწავლილი მუსიკალური მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირების უნარ-ჩვევების განვითარება. მუსიკის მოსმენისას მიღებული შთაბეჭდილების პლასტიკით გადმოცემა
წინასწარი ცოდნა
ბავშვებმა იციან მერი დავითაშვილის შემოქმედება და რამოდენიმე სიმღერა
შეფასების საგანი დაპროცედურები
ვამღერებ ინდივიდუალურად დაჯგუფურად, დავაკვირდები როგორ აითისეს ახალი მასალა,გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას და სიტყვიერ კომენტარს
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახელმძღვანელო,მოსმენა აუდიო დისკით,შესწავლა ფორტეპიანოს საუალებით
გაკვთილის მსვლელობა
აქტივობები 1 მხიარული ნოტები 5 წთ 2 რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, 10 წთ 3სიმღერების გამეორება 10 წთ 4 ახალი სიმღერის შესწავლა 10 წთ 5 მუსიკალური განტვირთვა 10წთ. სიმღერის განმტკიცება მოხდება შემდეგ გაკვეთილზე.

No comments:

Post a Comment